Belive

ისტორიაში პირველად - მსოფლიო ჩემპიონს უნიკალური პრიზი გადაეცემა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინისა და ესპანეთის დაპირისპირება შედგება. ლეო მესი და ალბისელესტე ჩემპიონის ტიტულის დაცვას ეცდებიან და გამარჯვების შემთხვევაში თასსა და მედლებთან ერთად, უნიკალურ პრიზსაც მიიღებენ, რომელიც FIFA-ს ისტორიაში პირველი იქნება.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს საჩემპიონო ბეჭდებიც გადაეცემა. ჩრდილო ამერიკული სპორტული ტრადიციის შესაბამისად, გამარჯვებული ნაკრები 30 საჩემპიონო ბეჭედს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებული რაოდენობის ბეჭდები ფანებისთვისაც დამზადდება, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით შეეძლებათ ძვირფასი ნივთის შეძენა.

სხვა სტატიები