Belive

"დავინახე მესი, რომელიც მთელი არგენტინისთვის თავგანწირვით იბრძოდა" - ლიონელ სკალონი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის დრამატულ 1/2-ფინალურ მატჩში ინგლისი 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ზედიზედ მეორე ტიტულის მოსაგებად ესპანეთს დაუპირისპირდება.

მატჩში ანგარიში ენტონი გორდონმა გახსნა, თუმცა ალბისელესტემ ენცო ფერნანდესისა და ლაუტარო მარტინესის გოლებით სასურველ მიზანს მიაღწია. დრამატული ქამბექის შემდეგ, ლიონელ სკალონიმ პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ამ ემოციის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია.

სიტყვები არ მყოფნის - ჩვენი სიხარული უზარმაზარია. ეს არ არის ქედმაღლობა. საქმე ჩვენს გულებშია, რადგან უნიკალური ერი ვართ. ამ გამარჯვებამდე არგენტინელმა ხალხმა მიგვიყვანა.

ხშირად ამბობენ, რომ მთელი გუნდი იბრძვის, რათა მესიმ მოიგოს. დღეს მე დავინახე მესი, რომელიც თავგანწირული იბრძოდა იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეგო. 1/2-ფინალში ვმარცხდებოდით და თამაში არ
მიგვდიოდა, მაგრამ ის არავის ადანაშაულებდა და არაფერს ამბობდა - მხოლოდ ბურთს ითხოვდა. ანგარიშის გათანაბრებაში და შემდეგ დაწინაურებაში სწორედ მესი დაგვეხმარა.

საფინალო სასტვენის შემდეგ დავინახე ის, რასაც ადამიანები იშვიათად ამჩნევენ. ლეო ძალიან ემოციური იყო. არა იმიტომ, რომ ასისტით დაგვეხმარა, არამედ იმიტომ, რომ ამ გუნდის პასუხისმგებლობას საკუთარი მხრებით ატარებს.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ის უფრო მძაფრად განიცდის, რომ თანაგუნდელებს იმედი არ გაუცრუოს, ვიდრე ჩვენ, რომ მესი არ დავაღალატოთ. სწორედ ამიტომ სცემს ყველა უდიდეს პატივს.

ხალხი მესის გატანილი გოლებისა და მოგებული ტიტულების გამო აღმერთებს. ჩვენ მას ვაღმერთებთ იმიტომ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრის მიღწევისა, ის ყოველთვის გრძნობს პასუხისმგებლობას თითოეულ ფეხბურთელზე, რომელსაც არგენტინის ნაკრების მაისური აცვია.
- ლიონელ სკალონი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება - ლეო მესი და არგენტინა კი ზედიზედ მეორედ შეეცდებიან ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

სხვა სტატიები