ზიდანი: დიდ თამაშებს ხასიათი იგებს, ესპანეთმა ეს ხასიათი აჩვენა, საფრანგეთმა - ვერა
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი დამაჯერებლად დაამარცხა. თამაშის შემდეგ ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტთან საფრანგეთის მარცხზე ისაუბრა:
„ასეთი დამამცირებელი მარცხისთვის არანაირი გამართლება არ არსებობს, ესპანეთს გამარჯვება უფრო მეტად სურდა, უფრო თავდადებით იბრძოლა და გაცილებით ჭკვიანურად ითამაშა. დავიღალე იმის მოსმენით, თუ რამდენად მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს ჩვენს ნაკრებს. ყველაფერს ფასი ეკარგება თუ გადამწყვეტ მომენტში გამბედაობას ვერ აჩვენებ, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ის ადგილია, სადაც ლეგენდები იბადებიან და პასუხისმგებლობას იღებენ“ - ზინედინ ზიდანი
„ესპანეთმა ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები იმიტომ აკონტროლა, რომ საფრანგეთმა ამის საშუალება მისცა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ზედმეტად ბევრი ორთაბრძოლა დაუთმეს, ბურთს ძალიან მარტივად კარგავდნენ და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ელოდნენ, რომ ერთი ფეხბურთელი გადაარჩენდა გუნდს. ასეთი მენტალიტეტი მიუღებელია. ნუ დააბრალებთ ყველაფერს უიღბლობას, მსაჯს, ან ტაქტიკას. სარკეში ჩაიხედეთ. ესპანეთმა ფინალის საგზური იმიტომ მოიპოვა, რომ უკეთესი გუნდი იყო. ეს მარცხი თითოეულ ფეხბურთელს უნდა სტკიოდეს, რადგან მათ ხელიდან გაუშვეს შესანიშნავი შესაძლებლობა. ასეთ დონეზე მსოფლიო ჩემპიონატებს მხოლოდ ტალანტი ვერ იგებს. დიდ თამაშებს ხასიათი იგებს, ესპანეთმა ეს ხასიათი აჩვენა, საფრანგეთმა - ვერა“ - ზინედინ ზიდანი
🚨🇫🇷 Up next for France: Zinedine Zidane era. Coming soon. 🔜 pic.twitter.com/kMpGW6lg4y
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 14, 2026
მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გასამართი შეხვედრა დიდიე დეშამისთვის საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო იქნება. მრავალწლიანი ეპოქის დასრულების შემდეგ „ლურჯები“ ახალ ეტაპს დაიწყებენ - ეროვნული გუნდის სათავეში ზინედინ ზიდანი იქნება, რაც ფრანგული ფეხბურთისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.