Belive

"ისიც ადამიანია" - Goal Italia კვარაცხელიას შესახებ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, “აინტრახტისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ფრანკფურტში, “Deutsche Bank Park”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:2 დასრულდა.

შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია. "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ვახსენოთ, რომ ამაში ლომის წილი "აინტრახტის" კიპერს - კევინ ტრაპს მიუძღვის, რომელმაც ბრწყინვალე სეივი განახორციელა.

მეორე ტაიმში კვარამ ლოზანოს ფანტასტიკური გადაცემა ვერ გამოიყენა, მაგრამ ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით გამოასწორა. კვარამ დი ლორენცოს ქუსლით შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა. Goal Italia ხვიჩა კვარაცხელიას მატჩს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ისიც ადამიანია.

"ისიც ადამიანია. ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი და მეორე ტაიმის სტარტზე, ლოზანოს მიერ მიცემული იდეალური პასიც ვერ გამოიყენა, მაგრამ ის განსაკუთრებული ფეხბურთელია - ყველაფერი დი ლორენცოსათვის ქუსლით გაკეთებული შთამბეჭდავი საგოლე გადაცემით გამოისყიდა", - Goal Italia.

სხვა სტატიები