Belive

ინტერ მაიამის პრეზიდენტმა მესის ხელფასი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერ მაიამის'' პრეზიდენტმა, ხორხე მასმა, ლეო მესის ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა:

,,კონტრაქტის თანახმად, ლეო წელიწადში ხელფასის სახით 46-დან 55 მილიონ ევრომდე მიიღებს. ამ დონის ფეხბურთელთან მოლაპარაკებაში დიდი დრო დავხარჯეთ. მის მამასთან, ხორხესთან, ყოველთვის მქონდა კონტაქტი.

ბექჰემმა მესისთან უშუალოდ ფეხბურთზე ისაუბრა, რადგან ის თავად იყო პროფესიონალი მოთამაშე. ლეოზე ზეწოლა არ გვინდოდა. მას ვუკავშირდებოდით ბარსელონაში, მაიამიში, როსარიოში, დოჰაში...

მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში არგენტინის ნაკრებისა და მესის თამაშს ყურადღებით ვადევნებდი თვალს. Apple-თან კონტრაქტი ლეოსთან გარიგების დასასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი იყო,'' - განაცხადა მასმა.

გასულ სეზონში მესიმ ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა. არგენტინელმა სეზონის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდი დატოვა და ,,ინტერ მაიამიში” გადავიდა.

სხვა სტატიები