მესიმ კარიერაში 46-ე ტიტული მოიპოვა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის შეხვედრაში ,,ინტერ მაიამიმ'' ,,კოლუმბუს ქრიუს'' სტუმრად 3:2 მოუგო.
მატჩში ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, 1 გოლი კი ლუის სუარესმა გაიტანა.
,,ინტერ მაიამიმ'' რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონობა გაიფორმა. ტატა მარტინოს გუნდს 68 ქულა დაუგროვდა, რითაც უახლოეს მდევარს 7 ქულით გაუსწრო.
ფლორიდულ კლუბს Supporters’ Shield-ის თასი გადაეცა, რომელსაც MLS-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდები 1999 წლიდან იღებენ.
ეს ლეო მესისთვის კარიერაში 46-ე გუნდური ტიტულია, რაც ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
,,ინტერ მაიამი'' რეგულარული სეზონის მომავალ შეხვედრას კვირას, 6 ოქტომბერს, ,,ტორონტოსთან'' სტუმრად გამართავს.