Belive

სკალონის გადაწყვეტილების მიღება უჭირს - არგენტინა მესის გარეშე ითამაშებს?!

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, არგენტინისა და პარაგვაის დაპირისპირება შედგება და მიუხედავად იმისა, რომ მესი "ალბისელესტესთან" ერთად ვარჯიშობს, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა შესაძლოა მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

ამის მიზეზი კი გადაღლილობა და კუნთების პრობლემებია, რომელიც მესის ჯერ კიდევ გასულ თვეში აწუხებდა. აღსანიშნავია, რომ მესიმ 3 სექტემბრის შემდეგ, "ინტერ მაიამის" მაისურით მხოლოდ 37 წუთი ითამაშა.

მესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეძლებს მატჩში მონაწილეობის მიღებას. პირადად დაველაპარაკები და გავარკვევ, შეძლებს თუ არა ძირითად შემადგენლობაში ყოფნას. - ლიონელ სკალონი

სხვა სტატიები