Belive

ინტერ მაიამი MLS-ის პლეი-ოფში ვერ გავიდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესის ,,ინტერ მაიამი'' დღეს ,,ცინცინატისთან'' 0:1 დამარცხდა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ფლორიდული გუნდი 33 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზეა და პლეი-ოფის ზონას 7 ქულით ჩამორჩება. შედეგად, დღეს ,,ინტერ მაიამიმ'' პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

მესი, რომელსაც ტრავმის გამო ზედიზედ 4 შეხვედრა ჰქონდა გამოტოვებული (ინტერ მაიამიმ ვერცერთი ვერ მოიგო), დღეს მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, თუმცა მის გუნდს მოგებაში ვერ დაეხმარა.

,,ინტერ მაიამი'' MLS-ის დარჩენილ ორ მატჩს, 19 და 22 ოქტომბერს, ,,შარლოტის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები