რონალდინიომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას'' ყოფილმა შემტევმა, რონალდინიომ, თანაგუნდელებისა და მეტოქეებისგან შემდგარი ჩემპიონთა ლიგის ოცნების თერთმეტეული დაასახელა.
ლეგენდარული ბრაზილიელის სიმბოლურ გუნდში მხოლოდ 3 ფეხბურთელია ისეთი, ვისაც ,,ბარსელონაში'' უთამაშია:
მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები - კაფუ, რობერტო კარლოსი, პაოლო მალდინი, ჯონ ტერი
ნახევარმცველები - კლოდ მაკელელე, ფრენკ ლამპარდი, კაკა
თავდამსხმელები - ლეო მესი, ტიერი ანრი, რონალდო
რონალდინიოს ჩემპიონთა ლიგა კარიერაში ერთხელ, 2005-2006 წლების სეზონში აქვს მოგებული. გაუჩოს ანგარიშზე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩატარებულ 47 შეხვედრაში 18 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.