"იმედგაცრუებული ვარ, აუცილებლად დავილაპარაკებთ" - ოლივერ კანი
ბუნდესლიგის წლევანდელი სეზონის უკანასკნელ ტურში, ნამდვილი საფეხბურთო დრამა დაიდგა - "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "მაინცის" დამარცხება ვერ შეძლო, საპირისპიროდ "ბაიერნმა" სტუმრად გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ოლივერ კანის გათავისუფლების შემდეგ დატრიალებულმა ამბებმა, შეიძლება ითქვას, რომ "რეკორდმაისტერის" ზედიზედ მე-11 ჩემპიონობა და "დორტმუნდის" იმედგაცრუება დაჩრდილა.
"ბაიერნმა" ჰასან სალიჰამიჯიჩი და ოლივერ კანი გაათავისუფლა, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია და როგორც გერმანული პრესა წერს, საკმაოდ ხმაურიანი და უსიამოვნო საუბარი შედგა. BILD-თან საუბარში, ოლივერ კანმა დაადასტურა, რომ კლუბის მესვეურებთან ემოციური საუბარი ჰქონდა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
"როდესაც ემოციები ჩაცხრება დავსხდებით და ყველაფრის შესახებ მშვიდად დავილაპარაკებთ. ვფიქრობ, ყველას კარგად ესმის, რომ იმედგაცრუებული ვარ, რადგან საჩემპიონო თამაშზე გუნდთან ერთად არ ვიყავი", - ოლივერ კანი.
Oliver Kahn to @BILD: "We'll sit down when everything has calmed down and talk about everything in peace. Everyone can certainly understand that I'm disappointed not to have been with the team yesterday." [@altobelli13] pic.twitter.com/oR00oXNgwc
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) May 28, 2023
შგახსენებთ, ბუნდესლიგის 2022/23 წლების სეზონის უკანასკნელ ტურში, "კიოლნისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით 1:2 დასრულდა. გამარჯვებისა და ჩემპიონობის მომტანი გოლი, ჯამალ მუსიალამ 89-ე წუთზე გაიტანა.