Belive

კომპანის ბაიერნმა სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვენსან კომპანის მეთაურობით, მიუნხენის "ბაიერნმა" 2024/25 წლების სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო.

გერმანიის თასის 1/32-ფინალურ ეტაპზე, "რეკორდმაისტერი" სტუმრად "ულმს" დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით, 0:4 დაამარცხა. 1/16-ფინალურ ეტაპზე "ბაიერნის" მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

აღსანიშნავია რომ მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე "ულმს" თომას მიულერმა 2 სწრაფი გოლი გაუტანა. მესამე გოლის ავტორი კინგსლი კომანი გახდა, ხოლო მატჩის მიწურულს მიულერმა თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა და ჰარი კეინს გაატანინა.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის პირველ მატჩს "ბაიერნი" სტუმრად "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 25 აგვისტოს, 17:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები