Belive

იბრაჰიმოვიჩი: ,,საუკეთესო ვიქნებოდი ყველა სპორტში, სადაც ბურთით თამაშობენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, უპასუხა შეკითხვას თუ სპორტის რომელ სახეობაში ცდიდა ბედს ოლიმპიურ თამაშებზე:

,,საუკეთესო ვიქნებოდი ყველა სპორტში, სადაც ბურთით თამაშობენ. შესაძლოა, საკუთარი ძალები საბრძოლო ხელოვნებაშიც გამომეცადა. ადრე ტაეკვანდოთი ვიყავი დაკავებული.

სწრაფი ფეხები მაქვს და კარგად ვმოძრაობ. სიმაღლეში 1.97 მეტრი ვარ და ჩემი უპირატესობა ის იყო, რომ 1.6-მეტრიანი ბიჭივით გადავაადგილდებოდი. ამიტომაც ვარ ბუნების სასწაული, მაგრამ ამით შთაბეჭდილების მოხდენას არ ვცდილობ, ეს, უბრალოდ, ფაქტებია.

მიყვარს დუელები... მჭირდება, რომ თავი ცოცხლად ვიგრძნო. ეს ერთადერთი რამაა, რაც ფეხბურთში მენატრება.'' - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა 2023 წელს ,,მილანში'' დაასრულა. ზლატანმა ბოლო სეზონში, რომელიც ტრავმის გამო, ფაქტობრივად, მთლიანად გაუცდა, ,,როსონერის'' მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები