მილანი იტალიის მსაჯთა ასოციაციაში საჩივარს შეიტანს
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მილანი" იტალიის მსაჯთა ასოციაციაში (AIA) საჩივარს შეიტანს, "როსონერიმ" "ემპოლისთან" 0:2 მოიგო, მაგრამ იტალიური გუნდი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მატჩზე მომუშავე არბიტრის, ლუკა პაირეტოს საქციელის განხილვას მოითხოვს.
ეს საკითხი "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად, გუნდის მრჩეველმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟოაო ფელიქსის პრეზენტაციაზე გააჟღერა:
ჩვენ გავუგზავნით წერილს, იმას ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, მათ ორი ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვეს, ეს იყო სიტუაცია, რომელმაც გავლენა მოახდინა თამაშზე. ჩვენ ერთით ნაკლები ფეხბურთელით ვითამაშეთ, არადა ისინი უნდა ყოფილიყვნენ კაცნაკლული.
არ მინდა ძალიან კრიტიკული ვიყო მსაჯების მიმართ, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ვითხოვ ჩვენი და ჩვენი ფეხბურთელების მიმართ პატივისცემას. მე ყოველთვის ვთხოვ ფეხბურთელებს, რომ მსაჯის მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ, ამჯერად კი პირიქით ვითხოვ.
გაკვირვებული ვარ, რომ არცერთმა ჩვენმა მოთამაშემ ყურადღება არ მიაქცია "ემპოლის" მხრიდან კაილ უოკერზე დარღვევას, ეს სახიფათო ვარდნა იყო, ამას შესაძლოა მინიმუმ 1 წლით ფეხბურთელის დაშავება გამოეწვია. მეორე ტაიმში კი "ემპოლიმ" გადაცემა შეასრულა, რაც აშკარა თამაშგარე იყო, მაგრამ ამ მომენტში ტომორი დაჯარიმდა და მატჩის არბიტრმა ეს დარღვევა ბოლო იმედის ჯარიმად შერაცხა, ამის გამო კი ჩვენი ფეხბურთელი გააძევა. ამ კონკრეტულ სიტუაციაში VAR უნდა ჩარეულიყო - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მატჩის მიმოხილვა: