Belive

ჰარი კეინმა გერმანიის ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის მატჩში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" (4:0) გამარჯვების დროს, სამი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა. ამრიგად, ინგლისელმა თავდამსხმელმა, მიუნხენურ გრანდში გადასვლის შემდეგ, უკვე თავისი მე-17 გოლი გაიტანა.

ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ამ მომენტისთვის, ყველა ტურნირზე 17 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. გარდა ამისა, მან გერმანიის ბუნდესლიგის რეკორდიც დაამყარა.

კერძოდ, 30 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში 10 ტურში უკვე 15 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ბომბარდირია. ეს ბუნდესლიგის რეკორდია, კონკრეტულად კი საქმე ისაა, რომ აქამდე სეზონის საწყის 10 ტურში ყველაზე მეტი გოლი "შალკეს" თავდამსხმელს კლაუს მატიშაკის ჰქონდა გატანილი (13), ინგლისელმა კი ეს მიღწევა გააუმჯობესა.

ჰარი კეინი "რეკორდმაისტერმა" 2023 წლის ზაფხულში, მშობლიური "ტოტენჰემიდან" 95 მილიონიანი ტრანსფერით დაიმატა და მასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

სხვა სტატიები