Belive

ჰამბურგი დამარცხდა - გიორგი გოჩოლეიშვილის შეფასება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურის მატჩში, ჰამბურგი ზანკტ პაულის დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

ეს მატჩი ჩვენთვის იმით იყო გამორჩეული, რომ ჰამბურგის ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი გოჩოლეიშვილი კვლავ მოხვდა. გიორგიმ მოედანზე 77 წუთი გაატარა და ის მიღებული 2 ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს.

გოჩოლეიშვილი პასებს 76.9%-იანი სიზუსტით ასრულებდა. სამწუხაროდ, გიორგის მოედნის ნაადრევად და იძულებით დატოვება მოუხდა. 26-ე წუთზე გოჩოლეიშვილმა პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 77-ზე კი მეორე და მოედანი წითლით დატოვა. სტატისტიკისა და მონაცემების ვებ-გვერდმა, Sofascore-მ გიორგის თამაში 5.9 ქულით შეაფასა. კიდევ უფრო კრიტიკული იყო Whoscored, რომელმაც მისი თამაში 4.59 ქულით შეაფასა.

სხვა სტატიები