Belive

ბაიერნის დირექტორი: ,,პოლონელი მსაჯების გარდა, ყველას გვინდოდა, რომ გერმანული ფინალი ყოფილიყო''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა. გერმანელმა განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრის მიწურულს დე ლიხტის მიერ გატანილ არჩათვლილ გოლზე გაამახვილა:

,,ასახსნელი აბსოლუტურად არაფერია! VAR რამდენი წელია არსებობს? რამდენი წელია მოქმედებს თამაშგარის ეს წესი? ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან უცნაური და საეჭვოა...

მარჩინიაკმა სასტვენი გამოიყენა და ეპიზოდში ვიდეოასისტენტი ვერ ჩაერია. მსაჯმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არაფერს გვაძლევს. ყველას გვინდოდა, რომ გერმანული ფინალი გვეხილა, ყველას, გარდა პოლონელი მსაჯებისა!'' - მაქს ებერლი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ,,რეალმა'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც პირველ ივნისს ლონდონში გაიმართება, ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე დორტმუნდის ,,ბორუსია'' იქნება.

სხვა სტატიები