Belive

ჰანსი ფლიკის ისტორიული ტრიუმფი

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
  • ჰანსი ფლიკი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ბაიერნს" დიდების მოპოვებაში დაეხმარა
  • 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ასისტენტის როლში, 2020 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფატორი მთავარი მწვრთნელის რანგში
  • უდიდესი გავლენა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაში
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა "ბაიერნმა" "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა და ჩემპიონატის გამარჯვებული მეექვსედ გახდა. ჰანსი ფლიკმა პირადი რეკორდიც დაამყარა - გერმანელი სპეციალისტი გახდა პირველი პერსონა, რომელმაც (სანაკრებო და საკლუბო) მსოფლიო ჩემპიონატისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება შეძლო. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფლიკი იოაჰიმ ლიოვის ასისტენტი იყო, 2020 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი.
"ვულოცავ ჩემს გუნდს. "ბაიერნმა" წარმოუდგენელი რეკორდის დამყარება შეძლო და ერთ სეზონში 6 ტიტული მოიპოვა. ისეთი სახელოვანი გუნდისთვისაც კი, როგორიც "ბაიერნია" მსგავსი რამ ნამდვილად რთულად შესასრულებელი და საამაყოა. გუნდმა ფანტასტიკურად იასპარეზა - გამარჯვების მოპოვება არც ერთი წამის მანძილზე არ დამდგარა საფრთხის წინაშე. ჩვენ ვდომინირებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ." "ეს ყველაფერი ჩემთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. "ტიგრესის" წინააღმდეგ დამართულ შეხვედრაში დომინირების მიუხედავად, საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოვიდა. მოწინააღმდეგემ ნამდვილად დაიმსახურა ფინალში ასპარეზობა", - აღნიშნა ჰანსი ფლიკმა.
პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ფლიკი "ბაიერნთან" ერთად ოთხჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული. ფლიკი გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებშიც წარმატებით ასპარეზობდა, თუმცა გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით არასდროს უასპარეზია. 2006 წელს, ფლიკი ლიოვის ასისტენტად დაინიშნა და მას შემდეგ, ფლიკსა და ლიოვს შორის ჰარმონიული ურთიერტობა ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა უდიდეს წარმატებას მიაღწია. 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ, ფლიკმა გერმანიის საფეხბურთო ნაკრებში მოღვაწეობის პარალელურად "ჰოფენჰაიმის" ასისტენტი მწვრთნელის როლიც მოირგო. 2019/20 წლების სეზონში, ფლიკი "ბაიერნში" ნიკო კოვაჩის ასისტენტად დაინიშნა და 2019 წლის ნოემბერში, კოვაჩის გათავისუფლების შემდგ, მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა. 2019 წლის ნოემბრიდან "ბაიერნისთვის" უპრეცედენტოდ წარმატებული პერიოდი დაიწყო. ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა ტურნირზე 32-მატჩიანი წაუგებელი სერიის პარალელურად - ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერთასი, გერმანიის სუპერთასი და ახლა უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
222222222

სხვა სტატიები