არგენტინის საჩემპიონო მსვლელობა ფანებით გადაჭედილი ქუჩების გამო შეწყდა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი სამშობლოში დაბრუნდა და ბუენოს აირესის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო, თუმცა, "წვეულება" ნავარაუდევზე ადრე დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინის საფეხბურთო ნაკრების საჩემპიონო მსვლელობის სანახავად და საზეიმოდ, ბუენოს აირესის ქუჩებში 4 მილიონზე მეტი გულშემატკივარი გამოვიდა, რის გამოც, დედაქალაქის უამრავ ლოკაციაზე ავტობუსის გადაადგილება შეუძლებელი გახდა.
Bleacher Report Football-ის მტკიცებით, დედაქალაქის ქუჩებში გამოსული უამრავი ადამიანის გამო, "ალბისელესტეს" ფეხბურთელები იძულებული გახდნენ ავტობუსი დაეტოვებინათ და ბუენოს აირესის თავზე ვერტმფრენით გადაეფრინათ.
ბუენოს აირესში მიმდინარე სიგიჟის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება.
There are an estimated 4 MILLION people walking around the streets of Buenos Aires right now 🤯🇦🇷
— ESPN FC (@ESPNFC) December 20, 2022
(via @SC_ESPN) pic.twitter.com/6ABcCzdXgd
An estimated 4️⃣ million 🇦🇷 in Buenos Aires take to the streets in celebration of the World Cup title 😳 pic.twitter.com/RJAYS5orDP
— 433 (@433) December 20, 2022