ჰანსი ფლიკმა ბარსელონას მწვრთნელებს შორის 21-ე საუკუნის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
22 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში ბარსელონამ სანტანდერის რასინგი ანგარიშით 7:2 გაანადგურა.
ჰანს-დიტერ ფლიკისთვის, ეს გამარჯვება ბარსელონას მთავარი მწვრთნელისთვის 124 ჩატარებული მატჩიდან რიგით 95-ე გამოდგა. გერმანელმა სპეციალისტმა საკუთარი ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრების 77 პროცენტი მოიგო.
Stats Foot-ის ინფორმაციით, ეს საუკეთესო მაჩვენებელია კატალონიური გრანდის მწვრთნელებს შორის 21-ე საუკუნეში. ამ მაჩვენებლით ფლიკმა ესპანელი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩამოიტოვა, რომელსაც შეხვედრების 76% ჰქონდა მოგებული.
ფლიკი ბარსელონას სათავეში 2024 წლის ზაფხულში ჩაუდგა. მას შემდეგ გუნდმა 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი და ერთხელ ესპანეთის თასი მოიგო. მას გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.