Belive

რაფინია: "ფლიკმა ფუნდამენტურად შემცვალა, მათ შორის საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაშიც"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ბრაზილიელმა კაპიტანმა, რაფინიამ ლა ლიგაში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშისა და თავისი პროგრესისთვის მთავარ მწვრთნელს, ჰანს-დიტერ ფლიკს მადლობა გადაუხადა.

სანტანდერის რასინგთან მატჩში, რომელიც ბარსელონამ 7:2 მოიგო, ბრაზილიელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შეხვედრის შემდეგ გერმანელი სპეციალისტი მას თბილად ჩაეხუტა.

"ყოველთვის ვამბობდი და კვლავაც გავიმეორებ: ფლიკი უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც ფუნდამენტურად შემიცვალა როგორც აზროვნება, ისე საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება.

სწორედ ამიტომ ვარ მის მიმართ ძალიან მადლობელი და ამ მადლიერების გამოსახატად ნებისმიერ შანსს გამოვიყენებ", - რაფინია.

ახალ სეზონში 29 წლის ბრაზილიელს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 7 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები