Belive

ბარსელონას პსჟ-სთან მატჩის წინ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰანსი ფლიკს პსჟ-სთან მატჩის წინ, სერიოზული პრობლემები შეექმნა. კატალონიელებს, პარიზელთა წინააღმდეგ, ერიკ გარსია და ჟიულ კუნდე ვერ დაეხმარებიან. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარსიას მდგომარეობა, რომელსაც კუნთის ტრავმა აქვს. ამის გამო, ესპანელი ფეხბურთელი საკუთარ გუნდს შესაძლოა ოთხი კვირის განმავლობაში გამოაკლდეს.

ვარაუდობენ, რომ გარსია მოედანს 8 ნოემბერს, მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩის წინ დაუბრუნდება. შესაბამისად, შეიძლება მან არა მხოლოდ "ელ კლასიკო", არამედ, ალავესსა და ასტონ ვილასთან შეხვედრებიც გამოტოვოს. კუნდეს კი, "ელ კლასიკომდე" გამოჯანმრთელების მეტი შანსი აქვს. ფრანგ მცველს მარცხენა კოჭის პირველი ხარისხის დაჭიმულობა დაუდგინდა, რომლის მოსაშუშებლადაც, როგორც წესი, ერთი კვირაა საჭირო. ბარსელონამ გარსიასა და კუნდეს ტრავმებზე ოფიცალურ განცხადებაში ისაუბრა.

"ერიკ გარსიამ ბარძაყის ტრავმა მიიღო. მისი გამოჯანმრთელების სავარაუდო ვადები, სამიდან ოთხ კვირამდეა. ჟიულ კუნდეს კი, მარცხენა კოჭის დაჭიმულობა აქვს და პსჟ-სთან შეხვედრას გამოტოვებს. მადრიდის რეალის წინააღმდეგ თამაში კი, მისი ტრავმის ხარისხზე იქნება დამოკიდებული." - ვკითხულობთ განცხადებაში.

სხვა სტატიები