Belive

ჰანსი ფლიკი: "სატურნურო ცხრილში ლიდერობა არაფერს ცვლის, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ..."

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონამ" ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "რაიო ვალეკანო" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატის ცხრილის სათავეში მოექცა. ახლა კატალონიელებსა და "რეალს" თანაბარი 51-51 ქულა აქვთ, "ატლეტიკოს" კი - 50.

ლა ლიგაში გალიდერების შემდეგ, ჰანსი ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"მთავარია ბოლომდე ვიბრძოლოთ, სატურნირო ცხრილში ლიდერობა არაფერს ცვლის, რადგან წინ კიდევ ძალიან ბევრი მატჩია.

სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ, ჩვენ ბევრად გავაუმჯობესეთ დაცვის ასპექტი. ინიგო მარტინესმა რაიოსთანაც გადამწყვეტი როლი ითამაშა - სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასაღები.

ლევანდოვსკი გაბრაზდა, როცა ის მოედნიდან გამოვიყვანე? ნორმალურია მისი გაბრაზება, როცა ის შევცვალე, რადგან მას გოლების გატანა სურს. ეს ჩემი გადასაწყვეტია, როცა მიზანშეწოლილად მივიჩნევ, ფეხბურთელებს ვცვლი და ეს უნდა მიიღონ მათ.

კუნდემ ვარჯიშზე დააგვიანა, ამიტომ მან სასტარტოდან არ დაიწყო თამაში. ეს მატჩის დღეა. მატჩამდე 2-3 შეხვედრა მაქვს ფეხბურთელებთან... დროზე მოსვლა არც ისე რთულია. კუნდემ დააგვიანა, ეს მკაცრი წესია და ასე მოქცევა არ შეიძლება.” - ჰანსი ფლიკი

ფლიკის ბარსელონაში მოსვლის დღიდან, გერმანელმა ჩამოაყალიბა სადისციპლინო განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულებასაც ფეხბურთელებს სთხოვს. მაგალითად, მატჩისწინა შეკრებაზე მისულებს ეკრძალებოდათ სხვა ტანისამოსის ჩაცმა, გარდა კლუბის ოფიციალური ეკიპირებისა. ფლიკი უდიდეს ყურადღებას აქცევს ფეხბურთელების კვებასა და ვარჯიშზე დროულად მისვლის საკითხებს. ჟიულ კუნდე რაიოსთან დაისაჯა, თუმცა 66-ე წუთზე მწვრთნელმა ის მოედანზე მაინც შეუშვა.

"ბარსელონა" შემდეგ მატჩს 22 თებერვალს, "ლას პალმასის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება.

სხვა სტატიები