ფაბიან რუისმა ლიგა 1-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს 28 წლის ნახევარმცველმა - ფაბიან რუისმა, "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის (ლიგა 1) ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
ფაბიან რუისი, ლიგა 1-ის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ყველაზე დიდხნიანი წაუგებელი სერია აქვს - 49 მატჩი.
ესპანელმა ნახევარმცველმა მისივე თანაგუნგელის - მარკინიოსის რეკორდი მოხსნა (48). მსგავსს რეკორდთან ერთ ნაბიჯშია "პსჟ"-ს ნახევარმცველი ვიტინია, რომელსაც ლიგა 1-ში უკვე 47 მატჩია არ წაუგია.
შეგახსენებთ, რომ ფაბიან რუისი "პსჟ"-ში "ნაპოლიდან" გადავიდა. იგი პარიზული გრანდის ღირსებას 2022/2023 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც 114 მატჩი ჩაატარა, 9-ჯერ გოლის გატანა, ხოლო 18-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
რუისმა "პსჟ"-სთან ერთად 2-ჯერ შეძლო საფრანგეთის ჩემპიონობა, 1-ხელ საფრანგეთის თასის, ხოლო 2-ჯერ საფრანგეთის სუპერ თასის მოგება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემდეგ კვირაში თუ "პსჟ" მოიგებს, ისინი ისტორიაში მე-13-ედ გახდებიან საფრანგეთის ჩემპიონები.