Belive

ფლიკი: ,,რეალი ჩვენს ნახევარზე ბურთს 24 წუთის განმავლობაში არ შეხებია''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს, მიმდინარე სეზონში მადრიდის ,,რეალთან'' გამართულ მატჩებზე ჰკითხეს:

,,ბედნიერი ვარ ჩვენი გულშემატკივრების გამო. მიხარია, რომ ოთხივე შეხვედრაში ასე კარგად ვითამაშეთ და ბოლო მატჩში ქამბექიც შევძელით. ეს ყველაფერი შესანიშნავი სანახავი იყო. როცა ხედავ, რომ რეალი ჩვენს ნახევარზე ბურთს 24 წუთის განმავლობაში ვერ ეხება, ეს ჩვენს პრესინგზე მეტყველებს და შეგვიძლია, ამით ვიამაყოთ.

მიხარია, რადგან ვიცი, რომ ეს ყველაფერი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია. მთელი ჩემი ენერგია ბარსასკენაა მიმართული, აქ მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. ორიენტირებული ვარ ჩემს გუნდზე და სხვაზე არ ვფიქრობ.'' - ჰანსი ფლიკი

მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონა'' ,,რეალს'' 4-ჯერ შეხვდა და ოთხივე მატჩი მოუგო. ამ 4 შეხვედრაში კატალონიელებმა 16 გოლი გაიტანეს და 7 გაუშვეს.

სხვა სტატიები