Belive

გუტი კვარაცხელიას: "იმედი მაქვს, მალე მადრიდის რეალში გიხილავ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, გუტიმ საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ერთ-ერთ საუკეთესო ესპანელ საფეხბურთო ჟურნალისტ, ხოსეპ პედრეროლთან გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.

ჟურნალისტმა ესპანელ ვეტერან ფეხბურთელს უთხრა, რომ კვარაცხელიას ბავშვობის კუმირი სწორედ იგი გახლდათ, რაზეც გუტის პასუხი ასეთი იყო: "კვარას კუმირი მე ვარ? დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, როცა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, მადრიდის "რეალში" გიხილავ. მალე ჩემს მაისურს გამოგიგზავნით ხელმოწერით".

გუტიმ "თეთრების" შემადგენლობაში 1996-2010 წლებში ითამაშა და არაერთი ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის 3-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, 5-ჯერ ლა ლიგა და ერთხელ ევროპის სუპერთასი. 542 მატჩში მან 77 გოლის გატანა და 93 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

რაც შეეხება 22 წლის ქართველ ვარსკვლავს, მას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 27 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

“ნაპოლი” იტალიის სერია A-ს 25 ტურის შემდეგ, 65 ქულით, უახლოეს მდევარ მილანის “ინტერთან” 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. გუნდს შემდეგი მატჩი სერია A-ს 26-ე ტურის ეგიდით, 11 მარტს აქვს ჩასატარებელი. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები