ცრვენა ზვეზდას ფეხბურთელი: "ბედნიერები ვართ, რომ ბარსელონასთან რეალივით არ დავმარცხდით"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ცრვენა ზვეზდას'' სტუმრად 5:2 მოუგო და კატალონიელები საოცარ ფორმაში ყოფნას და ბრწყინვალე ფეხბურთის თამაშს განაგრძობენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, ,,ცრვენა ზვეზდას'' სლოვენიელმა ნახევარმცველმა - ტიმი ელსნიკმა საინტერსო კომენტარი გააკეთა, რითაც "სამეფო კლუბს" დასცინა.
"დღესაც გამოჩნდა, რომ მიმდინარე სეზონში ბარსელონა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუ საუკეთესო არა. კატალონიელები ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ და სამწუხაროდ, ეს მათ დღესაც დაამტკიცეს.
ჩვენი თამაშით უკმაყოფილოები არ ვართ, რადგან შევძელით და 2 გოლი გავუტანეთ კლუბს, რომელიც ამ სეზონში ბაიერნს და რეალს ანადგურებს, თანაც ისე, რომ ბაიერნმა 1 გოლის გატანა შეძლო, რეალმა კი გოლი საერთოდ ვერ გაუტანა.
ყოველ შემთხვევაში, კარგი ხასიათისთვის, შეგვიძლია ვთქვათ - ბედნიერები ვართ, რომ ბარსელონასთან რეალივით არ დავმარცხდით და გოლების გატანა მაინც შევძელით..." - ტიმი ელსნიკი
,,ბარსელონა'' მომავალ მატჩს კვირას ღამით, 00:00 საათზე, ,,რეალ სოსიედადთან'' სტუმრად გამართავს.