Belive

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უკრაინასთან

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრები, ჩვენ წინააღმდეგ, ნომინალური მასპინძლის სტატუსით პოლონეთში, ქალაქ პოზნანში , "ენეა სტეიდიუმზე" ითამაშებს. 2-დან 2 გამარჯვებით საქართველო ჯგუფის ლიდერია, უკრაინამ კი ალბანეთთანაც წააგო და ჩეხეთთანაც.

ვილი სანიოლმა დღევანდელი მატჩისთვის ეს შემადგენლობა შეარჩია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი, გურამ კაშია (კაპ), ლაშა დვალი, გიორგი გველესიანი, ოთარ კაკაბაძე

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე

სხვა სტატიები