Belive

"გოლი გასაუქმებელი იყო, კუნდეზე დავჯარიმდით" | ჟირონას ფეხბურთელისა და მწვრთნელის აღიარება

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 24-ე ტურში, ბარსელონა ჟირონას ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი მატჩი 2:1 დათმო, რითაც ბარსელონამ ლა ლიგაში ლიდერობა დაკარგა და მეორე პოზიციაზე დაქვეითდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი ტაიმის მიწურულს, კატალონიურმა გრანდმა, კერძოდ კი ლამინე იამალმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში კი თამაშში ბარსელონამ გახსნა ანგარიში, თუმცა კლუბი მაინც დაამარცხა.

სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჟირონას მეორე გატანილ გოლს, რა მომენტშიც 20 წლის არგენტინელი შემტევი - კლაუდიო ეჩევერი კუნდეს წინააღმდეგ თამაშის წესებს ცალსახად არღვევს, რასაც შემდეგ გოლი მოჰყვა. ამ ფაქტის შესახებ, თავად ფეხბურთელმა და ჟირონას მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრეს და მათ აღიარეს, რომ გოლი გასაუქმებელი იყო, რადგან კუნდეს წინააღმდეგ ჯარიმა იყო.

"დიახ, დიახ, მე კუნდეს ფეხი დავაბიჯე... მაგრამ სწრაფად მივრბოდი და ეს შემთხვევით მოხდა.

მე ახლაც ვამბობ, რომ ეს ჯარიმა იყო და თუ მსაჯი დაუსტვენდა და გოლს გააუქმებდა არც გავაპროტესტებდი, რადგან დავჯარიმდი, თუმცა საბედნიეროდ, მათ გამარჯვება მოგვცეს..."
- კლაუდიო ეჩევერი

ამ ფაქტის შესახებ ასევე ისაუბრა ჟირონას მთავარმა მწრთნელმა - მიშელმა, რომელმაც თქვა, რომ მსაჯს ჩვეულებრივად შეეძლო გოლის გაუქმება.

"ვფიქრობ, მსაჯს შეეძლო ჯარიმის დანიშვნა, დიახ... თუ მსაჯი დანიშნავდა, გოლი სამართლიანად გაუქმდებოდა.

მაგრამ ვფიქრობ, VAR მართალია, რომ არ ჩაერია. არ ჩანდა, რომ კლაუდიოს მისთვის განზრახ სურდა ზიანის მიყენება. თუ მსაჯი ამ ჯარიმას დანიშნავდა, კიბატონო, მართალი იქნებოდა, თუმცა VAR-ის ჩარევა ზედმეტი იქნებოდა..." - მიშელი

ასე და ამგვარად, ბარსელონას მძიმე პერიოდი დაუდგა - გუნდი დიდი ალბათობით თასიდანაც გამოვარდება, სადაც ატლეტიკოსთან პირველი მატჩი 4:0 დათმეს, ხოლო ახლა ლა ლიგაში პირველობა დაკარგეს და 'სამეფო კლუბს' 2 ქულით ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები