"პლეი-ოფში ინგლისის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ" - თომას ტუხელი
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ამბობს, რომ "სამი ლომი" პლეი-ოფში ბევრად უკეთესი იქნება. ინგლისელთა თავკაცის შეფასებით, ეს მისი გუნდის საუკეთესო ვერსია იქნება.
თუ შემდეგ ეტაპს გავივლით და ტურნირზე უფრო შორს წავალთ, სადაც გუნდებს რეალურად სურთ ჩვენი დამარცხება და არა უბრალოდ თამაშში ხელის შეშლა, მაშინ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ. ჩემი აზრით, ჯერ არ არის მომენტი, როდესაც გაბრწყინებას და შთამბეჭდავ წარმოდგენებს უნდა ველოდოთ. ახლა საქმის შესრულების და ინდივიდუალური ხარისხის ჩვენების მომენტი დგას. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ შანსები არავის შეუქმნია, ვერც ბევრი გოლი გაუტანეს. კოლუმბიას გაუჭირდა, პორტუგალიას გაუჭირდა. ისინი დაცვაზე უბრალოდ ძალიან მოწადინებულნი არიან, ამაყები, კარგად გაწვრთნილები. ეს მოთმინების თამაში იქნება. - განაცხადა თომას ტუხელმა
Thomas Tuchel says now isn't the time to expect 'glamorous performances' from England... pic.twitter.com/jhjRfMZiRR
— Match of the Day (@BBCMOTD) June 30, 2026
ინგლისის ნაკრები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სწორედ დღეს დაუპირისპირდება. მათი დაპირისპირება 20:00 საათზე არის ჩანიშნული.