Goal.com: ვინ არის ინსინიეს შემცვლელი - ხვიჩა კვარაცხელია?
2 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
"ევროპული საფეხბურთო სცენის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად მიჩნეული ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ინსინიეს მემკვიდრე იქნება. ისეთი ჩემპიონის ჩანაცვლება, როგორიც ლორენცო ინსინიეა, რთული საქმეა, მაგრამ კლუბის სატრანსფერო აგენტებმა უკვე იპოვეს ახალი მარგალიტი, რომელზეც ფსონი მტკიცედ უნდა დადონ - ხვიჩა კვარაცხელია. ინსინიეს მსგავსად,კვარაცხელია გარემარბია და ისევე, როგორც "ნაპოლის" ამჟამინდელი 24-ე ნომერი, ისიც არაჩვეულებრივი ტექნიკური თვისებებით არის დაჯილდოებული. ქართული ფეხბურთის მიერ ბოლო წლების განმავლობაში შემოთავაზებულმა უდიდესმა ტალანტმა თავისი სახელი ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბების დავთარში მოახვედრა. კვარაცხელიას "აიაქსს", დორტმუნდის "ბორუსიას", "იუვენტუსს" და "მილანს" უკავშირებდნენ და ოცდაერთი წლის ასაკში, როგორც ჩანს, საბოლოოდ მზად არის დიდი ნახტომისთვის. თბილისში 2001 წლის 12 თებერვალს დაბადებული ფეხბურთელი თავისი ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან გუნდში "დინამოში" გაიზარდა. იგი 8 წლის ასაკში შეუერთდა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და 17 წლის ასაკში, ეროვნულ ლიგაში, რომელიც რანგით საქართველოში ყველაზე მაღალია, დებიუტიც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტალანტი თავის ქვეყანაში (2016-2018 წლებში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით ჩატარებულ 23 თამაშში 15 გოლი გაიტანა), 2018 წელს თბილისის "დინამო" დატოვა მეტი სათამაშო დროის მისაღებად "რუსთავში". იმავე წლის ივნისიდან ის ხდება მისი ახალი გუნდის მამოძრავებელი, რომელთან ერთადაც მან ჩაატარა თვრამეტი მატჩი და სეზონში სამი გოლი გაიტანა. მისი თამაში თვალშისაცემი აღმოჩნდა რუსული კლუბებისთვის და 2019 წლის იანვარში მოსკოვის "ლოკომოტივმა" დაიმატა. იგი იქ იჯარით გადავიდა და 7 მატჩში გატანილი 1 გოლით შემოიფარგლა, თუმცა, "ლოკომოტივის" მწვრთნელი, იური სიომინი, ბიჭში დიდ პოტენციალს ხედავს, იმდენად, რომ არ მალავს სინანულს იმის შესახებ, რომ კლუბმა იგი არ გამოისყიდა.