Belive

იტალიური მედია: "2028 წლამდე - ნაპოლი კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებისთვის ემზადება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს.

სამხრეთული კლუბი გეგმავს, რომ ქართველ ვარსკვლავთან კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით შედეგს სეზონის დასრულების შემდეგ მიაღწიოს. მათი მიზანია, რომ სეზონის განმავლობაში დაწყებული მისიის ბოლომდე მიყვანაზე იზრუნონ და ზაფხულში ლიდერების შენარჩუნებაზე აქტიური მუშაობა დაიწყონ.

"მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შეუძლიათ მარტივად გამონახონ საერთო ენა, ოღონდ მას შემდეგ, რაც სეზონი დასრულდება და გუნდს ტიტულების მოგებაზე საზრუნავი აღარ ექნება. ამ დროისთვის "ნაპოლი" კვარაცხელიას ხელფასის გაორმაგებას და კონტრაქტის 2028 წლამდე გაგრძელებას შესთავაზებს.

ტექნიკურად კი ეს შესაძლებელი იქნება 1 ივლისიდან და გასაგებია, რომ ნაპოლი არ გაუშვებს შანსს ხელიდან, რომ შეთანხმება უფრო წინ წაწიოს", - წერს La Gazzetta dello Sport-ი.

22 წლის ქართველ ვარსკვლავს "ნაპოლის" შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში უკვე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს.

სხვა სტატიები