"ჯერ კიდევ არ უჩვენებია მას იმის 100% რაც შეუძლია" - ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრაში "ლიონი" "პსჟ"-სთან 2:3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ამის მიუხედავად მან მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მაინც მოიპოვა. გიორგი მიქაუტაძე კი შეხვედრაში მე-80 წუთზე ჩაერთო და საკმაოდ შედეგიანადაც.
მატჩის მიმოხილვას რაც შეეხება, პარიზელები მეორე ტაიმის 53-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმის გოლით დაწინაურდნენ, 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით უსმან დემბელემ გოლი გაიტანა. ჟორჟის შემოსვლიდან 3 წუთში (83-ე წუთზე) თავისივე საგოლე გადაცემით რაიან შერკიმ ანგარიშის სხვაობა შეამცირა, ჰაკიმიმ 85-ე წუთზე კვლავ ორბურთიანი გახადა სხვაობა, ხოლო ბოლო გოლი კორენტინ ტოლისომ 90+2 გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ და ლუის ენრიკემ მედიასთან კომენტარი გააკეთეს:
ბოლო წუთებამდე რთული მატჩი გამოვიდა, რადგან სახიფათოდ გვიტევდნენ და ჩვენ თავის დაცვა გვიწევდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ. ვაგრძელებთ წინსვლას, ძალიან ძლიერი გუნდი ვართ, ეს კი ყველა მატჩიდან ნათლად ჩანს, ასე უნდა გავაგრძელოთ და ჩემპიონობას უფრო მივუახლოვდებით. - ხვიჩა კვარაცხელია
ჩვენ კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, გვქონდა 2-3 მომენტი, "ლიონს" კი არც ერთი. მეორე ტაიმის სტარტზევე დავწინაურდით და წინ 2:0-ით გავედით. ამის შემდეგ 2 მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაგრამ თამაში უნდა გაგვეკონტროლებინა. მატჩი ბოლოს ძალიან გართულდა, ბოლო 5 წუთი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი შესანიშნავად უნდა ითამაშო, რომ მეორეში გოლის გატანა შეძლო. მატჩის მიმდინარეობისას კონტროლი გვაკლდა და ამიტომ დასასრული დიდად არ მომეწონა.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის შეტევაში თამაშობს, გვინდა, რომ ბევრი გოლი გავიტანოთ. გვინდა მაყურებელს გამარჯვებები და ტიტულები შევთავაზოთ. ასევე მთავარია, რომ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, სწორედ ეს არის გათვლა სადაც თამაშის ჩატარება გვიწევს, სადაც მივდივართ ყველგან გამარჯვების მოპოვებას ვცდილობთ.
კვარაზე.. ჩვენ ყველა ფეხბურთელის საუკეთესო ფორმას ვეძებთ, კვარა ჯერ კიდევ იზრდება და ადაპტაციის ფაზაშია. ჯერ კიდევ არ უჩვენებია მას იმის 100% რაც შეუძლია, ჩვენ ვეძებთ უკეთესი თამაშის ყველა გზას, რადგან ყველა მატჩში კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. - ლუის ენრიკე - "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი
« Quand on joue trop avec le cœur on ne joue plus avec la tête » : Luis Enrique regrette les deux buts encaissés par le PSG malgré sa victoire à Lyon
— L'ÉQUIPE (@lequipe) February 23, 2025
➡️ https://t.co/gPVCtMwwM2 #OLPSG pic.twitter.com/abLk2U60iU
ლიგა 1-ის ცხრილს "პსჟ" 59 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილოსანს 13 ქულით უსწრებს, ხოლო "ლიონი" 36 ქულით მე-6 პოზიციაზეა. პარიზელები მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის თასის ეგიდით ჩაატარებენ, რომელიც 1/4-ფინალური შეხვედრა, "სტად ბრიოშინის" წინააღმდეგ იქნება, მატჩი 27 თებერვალს 00:10 საათზე დაიწყება.
"ლიონის" მომდევნო მატჩი ლიგა 1-ში "ბრესტის" წინააღმდეგ იქნება, შეხვედრა 2 მარტს 18:00 საათზე გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო გიორგი მიქაუტაძეს 6 გოლი და 2 ასისტი.