გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიას რიგებში პირველად ითამაშა
ლა ლიგის მესამმე ტურში სევილიამ საკუთარ მოედანზე ატლეტიკო მადრიდს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ ანდალუსიელთა ახალი 8-იანი, გიორგი ქოჩორაშვილი, სევილიას მაისურით მოედანზე პირველად გავიდა. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე 55-ე წუთზე შევიდა, სევილია ამ დროს უკვე 0:3-ს აგებდა.
გიორგის პასების 95%-იანი სიზუსტე ჰქონდა (20/21), 4-დან 3-ჯერ ერთ-ერთზე დუელი მოიგო და სამჯერ აართვა მეტოქეს ბურთი. ქოჩორაშვილი ერთხელ დაჯარიმდა - საერთო ჯამში, მისი შეფასება 6.3-დან 6.8-დეა (sofascere-სა და whoscored-ის მიხედვით).
სევილიამ პირველ 2 ტურში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ (რაიო ვალეკანოსთან და ბილბაოსთან) პირველად წააგო. ანდალუსიური კლუბი მომდევნო ტურის მატჩს ბარსელონაში, ესპანიოლის წინააღმდეგ, 6 სექტემბერს ჩაატარებს.
🚨 Final del partido ⏹️#SevillaAtleti | #WeAreSevilla | #NuncaTeRindas pic.twitter.com/NQx3rDqFRI
— Sevilla Fútbol Club (@SevillaFC) August 29, 2026