Belive

გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეში დაბრუნდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

1-წლიანი იჯარის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი, "ლევანტეში" დაბრუნდა.

შემტევი ნახევარმცველი, რომელიც 29 ივნისს 24 წლის გახდა, 2022/23 წლების სეზონში "კასტელონში" იჯარის წესით თამაშობდა, ვალენსიურ გუნდში დაბრუნდა. ქოჩორაშვილს "ლევანტესთან" 2-წლაინი კონტრაქტი აქვს, რომელიც კიდევ 2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივასაც ითვალისწინებს.

განვლილ სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა "კასტელონში" 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ლა ლიგა 2-ში გადასასვლელ პლეი-ოფამდე მიღწევაში დაეხმარა, სადაც გუნდი "ალკორკონთან" ფინალურ სერიაში (0:0, 1:2) დამარცხდა.

რაც შეეხება "ლევანტეს", კლუბმა ლა ლიგა 2-ის წინა სეზონი რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილით დაასრულა და ესპანური ფეხბრუთის ელიტაში დაბრუნებამდე მათაც 1 საფეხური დააკლდათ - გუნდმა პლეი-ოფის ფინალი "ალავესთან" წააგო - 0:1.

"საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი "ლევანტეს" 2019 წელს აკადემიის წევრის სტატუსით შეუერთდა და მისი მთავარ გუნდში დებიუტიც მალევე შედგა. ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში 4 მატჩის ჩატარება მოახერხა, მთლიანად "ლევანტეში" კი 6-ჯერ ითამაშა და ესპანეთის თასზე ერთხელ გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები