გიორგი მიქაუტაძის ყველა საგოლე მოქმედება თებერვალში - ქართველი ფორვარდი თვის საუკეთესო გახდა
ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დასახელდა. ქართველმა ფეხბურთელმა თებერვალში ზედიზედ 3 მატჩში მოახერხა გოლის გატანა და ამას ერთი საგოლე გადაცემაც დაუმატა.
ჟორჟმა 23-ე ტურის შეხვედრაში (9 თებერვალს) ესპანიოლის წინააღმდეგ 35-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო 55-ე წუთზე ალბერტო მორეიროს გაატანინა. 24-ე ტურში ვილიარეალი ხეტაფეს დაუპირისპირდა და ქართველმა 76-ე წუთზე მოახერხა გოლის გატანა. 18 თებერვალს, რომელიც ვილიარეალმა ლევანტესთან გამართა (მე-16 ტური) გადადებული მატჩი გახლდათ და მიქაუტაძემ 57-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრაში ეს ერთადერთი გოლი იყო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ზოგადად, ვილიარეალის მაისური ქართველმა ფორვარდმა 30-ჯერ მოირგო და 11 გოლი, 4 ასისტი უფიქსირდება.
ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 51 ქულით მე-3 ადგილზეა (16 მოგება, 3 ფრე, 6 მარცხი). მომდევნო შეხვედრას გიორგი მიქაუტაძის გუნდი 28 თებერვალს, ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს.