მძიმე გამარჯვება ლიეტუვაში | მიქაუტაძეს ნაკრებში 23 გოლი დაუგროვდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მარტის სანაკრებო შესვენებისას, მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ჩვენმა გუნდმა სტუმრად ლიეტუვის ნაკრები, ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
მატჩი საკმაოდ მძიმე გამოვიდა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ პირველი ტაიმი ჩააგდო. ძალიან დაბალი ტემპი და ბევრი ჯარიმა, თამაშის სანახაობრივ მხარეს ხელს უშლიდა. ნაკრებს 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მატჩი ძირითადში დაიწყო, სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვიც.
მეორე ტაიმიც, პირველის მსგავსად, დაბალ ტემპში წარიმართა, თუმცა 70-ე წუთზე, მასპინძელთა მცველის შეცდომამ, ლიეტუვას კარში გოლი მოიტანა. პიუს სირვუსმა საკუთარ საჯარიმოში, გიორგი მიქაუტაძე წააქცია და ვილიარეალის თავდამსხმელმა თავადვე შეასრულა თერთმეტმეტრიანი. 84-ე წუთზე მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და ნაკრებში გატანილი გოლებით კვარას (22) გაუსწრო. ახლა მიქაუტაძე შოთა არველაძესთან (26)ყველაზე ახლოსაა - გიორგის 23 გოლი დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, პირველი ამხანაგური მატჩი ისრაელთან ფრედ, 2:2 ითამაშა.