Belive

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში!

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "ვალენსიამ" "ჟირონას" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში, ეს ვალენსიელთა პირველი გამარჯვება იყო, გუნდმა პირველად შეინახა კარი მშრალად. ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ამ მატჩში შესანიშნავად გამოიყურებოდა და საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

სტატისტიკისა და მონაცემების ვებ-გვერდმა whoscored-მა ლა ლიგის მე-6 ტურის საუკეთესო გუნდი დაასახელა, რომლის კარშიც გიორგი მამარდაშვილი დგას (7.37 შეფასებით). საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ბარსელონას" ჰყავს, კატალონიელთაგან რაფინია, ლევანდოვსკი, იამალი და პაბლო ტორე გამოირჩნენ.

სხვა სტატიები