Belive

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე თურქული გრანდი მუშაობს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით თურქული გრანდი, ბეშიქთაში აქტიურად ინტერესდება, მათ ლივერპულს უკვე წარუდგინეს შეთავაზება, რომელიც იჯარას მოიცავს.

Foot Mercato-ს ცნობით თურქულ გუნდს მეკარის გადაყვანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურს, ისინი მერსისაიდულ კლუბს 2 მილიონ ევროს სთავაზობენ, რომელიც გულისხმობს იჯარას გამოსყიდვის შესაძლებლობის გარეშე, თუმცა შეთავაზებაში განსაზღვრულია ასევე იჯარის გახანგრძლივება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გასულ წელს ვალენსიადან გადავიდა, მერსისაიდულ კლუბს ქართველის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა. მამარდა ლივერპულში ჯერჯერობით მეორე მეკარედ ითვლება, მაგრამ ალისონის ტრავმიანობის პერიოდში მან 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარის მშრალად შენახვა 3 მატჩში მოახერხა.

სხვა სტატიები