გატუზო: ,,4 წლის წინანდელი შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია''
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის მატჩებზე ისაუბრა:
,,არ შეგვიძლია იგივე შეცდომის დაშვება, რაც 4 წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დავუშვით. თანამედროვე ფეხბურთში მარტივი მატჩები აღარ არსებობს და მეტოქეს პრობლემების შექმნა ყოველთვის შეუძლია. აუცილებელია, რომ თუ რამე ცუდი მოხდება, არ დავნებდეთ. 3 თვეში მნიშვნელოვან შეხვედრებს ვატარებთ, მთელი ქვეყანა ამას ელოდება და ყველაფრისთვის მზად ვართ.
ჩემი იდეაფიქსი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და იმ ადგილას დაბრუნებაა, სადაც ამდენი წლის განმავლობაში მთავარი როლი გვქონდა. ამას ნებისმიერ ფასად უნდა მივაღწიოთ. აღარ ვარ ის გატუზო, რომელიც ოდესღაც მიზანს ხედავდა და მხოლოდ ამისთვის ემზადებოდა. ახლა სხვა ადამიანი ვარ, სულ სხვა საქმეს ვაკეთებ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, რათა რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვა და სწორი არჩევანი გავაკეთო.
ამ სამ თვეს მუშაობაში გავატარებ, მატჩებს დავესწრები. შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაველაპარაკები, რომლებსაც ხშირად ვუსმენ. მიყვარს ფეხბურთელებთან საუბარი, ამას ხშირად ვაკეთებ.'' - ჯენარო გატუზო
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიამ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გადაინაცვლა.
ჯენარო გატუზოს გუნდი 26 მარტს ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი უელსს ან ბოსნიას დაუპირისპირდება.
იტალიის ეროვნულ ნაკრებს მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ არ უასპარეზია.
#Gattuso, CT #Italia: "La qualificazione ai Mondiali 2026 è un chiodo fisso"#SkySport https://t.co/yj7bLh6sUD
— skysport (@SkySport) December 23, 2025