პორტუგალიის ნაკრების მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე | ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვერგასვლის შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების სხვა ნებისმიერ შედეგს წარუმატებლად ჩათვლის. როგორც სოციალურ ქსელში The Touchline წერს, მუნდიალის ფინალში გასვლა პორტუგალიელთა უმთავრესი მიზანია.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მუნდიალის K ჯგუფში უზბეკეთთან და კოლუმბიასთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფის მე-4 წევრი კი ახალი კალედონია, იამაიკა ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იქნება.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.
🚨💣 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄: The FPF (Portuguese Football Federation) considers anything LESS than reaching the World Cup Final as FAILURE and have set this as the team's official target.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) February 11, 2026
There is STRONG belief that they can win the World Cup, they see ZERO reason to think… pic.twitter.com/DvsTK9g5zc