Belive

FourFourTwo: მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელში 2 ქართველია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ თავისი ვერსიით 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. მათ შორის მოხვდა 2 ქართველიც - ხვიჩა კვარაცხელია სიაში 30-ე ადგილს იკავებს, გიორგი მამარდაშვილი კი 83-ეა. აი რას წერს ჟურნალი თითოეული მათგანის შესახებ.

მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" ტიტული მოიპოვა, კვარაცხელიას ღირებულება შემცირდა, თუმცა ქართველმა ევრო 2024-ზე დაგვანახა თუ რას წარმოადგენს რეალურად. მან ნაკრები მერვვედფინნალში გაიყვანა და ნამდვილი სუპერვარსკვლავი იყო.

კვარაცხელია სტიქიური ძალაა, რომელიც მოწინააღმდეგეებს სიამოვნების მისაღებად ატყუებს - ქმნის მომენტებსა და იტანს გოლებს, რაც ერთანაირად კარგად გამოსდის - ვკითხულობთ სტატიაში
დიდი ხნის განმავლობაში ალისონი იყო არა მხოლოდ "ლივერპულის" უდავოდ ნომერი პირველი, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე.

მომავალ წელს გიორგი მამარდაშვილს ექნება შანსი, ენფილდზე თავად გახდეს პირველი მეკარე, მიღწეული შეთანხმება მამარდაშვილის შესაძლებლობის დასტურია. ქართველი მეკარე 199 სმ-ია, ბრწყინვალედ თამაშობს კარის ხაზზე და არანორმალურ სეივებს ასრულებს - წერს FourFourTwo

FourFourTwo-ს რეიტინგში პირველი ადგილი, დიდი ალბათობით, ოქროს ბურთის მომავალმა მფლობელმა, ვინისიუს ჟუნიორმა დაიკავა. გამოცემის ტოპ10 ფეხბურთელის სია კი ასეთია:

1. ვინისიუს ჟუნიორი
2. ერლინგ ჰოლანდი
3. ჯუდ ბელინგემი
4. კილიან მბაპე
5. როდრი
6. ჰარი კეინი
7. მოჰამედ სალაჰი
8. უილიამ სალიბა
9. ჯამალ მუსიალა
10. კევინ დე ბრუინე

სხვა სტატიები