Belive

ნაპოლის დირექტორი: "კვარაცხელიას პოზიციის გაძლიერებაზე ვმუშაობთ"

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის მოყვანის შესახებ საუბრობს.

"ადეიმი და გარნაჩო ის ორი სახელია, რომლებიც გვაინტერესებს, ფეხბურთელები, რომლებიც მოგვწონს, მაგრამ სასურველ ჩამონათვალში მხოლოდ ისინი არ არიან, ჩვენ შევეცდებით შევაფასოთ ყველა შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა არ გადავიხდით იმ ფასებს, რომლებიც სატრანსფერო ბაზარზეა გამოტანილი.

ფაქტია, რომ კვარას პოზიცია გასაძლიერებელია. ჩვენ ვინარჩუნებთ გახსნილ გონებას. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში", - ამბობს ჯოვანი მანა.

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს, გუნდი შემდეგ მატჩს "რომასთან" სტუმრად, 2 თებერვალს ჩაატარებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ "პსჟ-ს" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში ("რეიმსთან" 1:1) საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. შემდეგ მატჩს მისი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მერვე ტურში, "შტუდგარდთან" სტუმრად, გერმანიაში, 30 იანვარს გამართავს. ამ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი უეფას რეგულაციების თანახმად მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან 23 წლის ვარსკვლავი გუნდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, ლიგის ფაზისას კი გუნდებს ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირების საშუალება არ აქვთ. პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-ს" დახმარებას მოახერხებს.

სხვა სტატიები