"ხვიჩა კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს" - RMC
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა მონაკო სტუმრად 3:2 დაამარცხა.
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანი 69-ე წუთზე დატოვა. კვარამ მატჩის 21-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თუმცა, სამწუხარო, თერთმეტმეტრიანი ვიტინიამ შეასრულა და ვერ გამოიყენა.
მატჩის შემდეგ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა RMC-მ ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზე გაამახვილა ყურადღება და მათ აღნიშნეს, რომ ის დისკომფორტის გამო შეცვალეს და შესაძლოა კვარას მცირე დაზიანებაც აღენიშნებოდეს:
ხვიჩა კვარაცხელია შეცვლამდე რამდენჯერმე შენიშნეს პსჟ-ს სამედიცინო პერსონალთან საუბრისას, კვარას მდგომარეობა დასაკვირვებელია, რადგან მისი ფიზიკური მდგომარეობის მონიტორინგი იქნება საჭირო. საბოლოოდ ის 69-ე წუთზე კან-ინ ლიმ შეცვალა. - არტურ პერო - RMC-ის ჟურნალისტი
მონაკოსა და პარი სენ-ჟერმენს შორის საპასუხო დაპირისპირება 25 თებერვალს, პარიზში გაიმართება, მანამდე კი პსჟ ლიგა 1-ში მეცს უმასპინძლებს, აღნიშნული მატჩი 21 თებერვალსაა ჩანიშნული.
🔴🔵 Le staff médical parisien a demandé plusieurs fois à Kvaratskhelia si cela allait avant sa sortie. Son état de forme sera aussi à surveiller.@RMCsport #RMCLive #ASMPSG
— Arthur Perrot (@ArthurPerrot) February 17, 2026