Belive

FIFPRO | ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად იბრძოლებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) იმ 26 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად იბრძოლებენ.

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორის დასახელებულ 8 თავდამსხმელს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

მეკარეები:

  • კურტუა

  • რაია

  • მარტინესი

მცველები:

  • კუბარსი

  • კუკურეია

  • ვან დაიკი

  • გაბრიელი

  • ჰაკიმი

  • მენდეში

  • სალიბა

  • უპამეკანო

ნახევარმცველები:

  • ბელინგემი

  • ბრუნო

  • პედრი

  • როდრი

  • რაისი

  • ვიტინია

  • ენცო ფერნანდესი

თავდამსხმელები:

  • კვარაცხელია

  • ჰოლანდი

  • კეინი

  • მბაპე

  • იამალი

  • ოლისე

  • მესი

  • რონალდუ

FIFPRO-ს წლის სიმბოლურ გუნდს უშუალოდ პროფესიონალი ფეხბურთელები ირჩევენ. 2026 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით 19 806-მა მოთამაშემ მიიღო.

საუკეთესო თერთმეტეული მომავალ ორშაბათს, 9 ნოემბერს დასახელდება.

სხვა სტატიები