Belive

სქოულზის აზრით ჰოლანდის შემდეგი კლუბი ბარსელონა ან რეალი იქნება

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა და ნორვეგიელი ფეხბურთელის მომავალ კლუბებად ბარსელონა და რეალი დაასახელა იმ შემთხვევაში, თუ სიტის ცხრიანი კლუბის დატოვებას გადაწყვეტს.

პოდკასტ The Good, The Bad & The Football-ში საუბრისას, სქოულზს ჰკითხეს, სად გადავიდოდა ჰოლანდი, თუ მანჩესტერ სიტი ფინანსური დარღვევების გამო, პრემიერ ლიგიდან დაქვეითდებოდა. ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ნორვეგიელი თავდამსხმელის შესაძლო მომავალ კლუბად, ბარსელონა დაასახელა.

როგორც კატალონიური გამოცემა Sport-ი წერს, სქოულზმა განაცხადა: "ბარსელონა. მიუხედავად იმისა, რომ ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც თითქოს რეალს უფრო მოუხდებოდა და სრულიად წარმომიდგენია "სამეფო კლუბის" მაისურით, ვფიქრობ, ის ბარსელონაში გადავიდოდა."

სიტის თავდამსხმელის მომავალზე საუბარი ინგლისური კლუბის გარშემო არსებული ფინანსური დარევების საქმეს უკავშირდება. მანჩესტერ სიტიმ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა შესაძლო სანქციებს შორის პრემიერ ლიგიდან დაქვეითებაც განიხილება. მსგავსი სცენარი შესაძლოა გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის მომავალზეც აისახოს.

ამ დროისთვის, ჰოლანდს სიტის მაისურით, ყველა ტურნირზე, 176 გოლი აქვს გატანილი. ინგლისურ კლუბთან ერთად მან ცხრა ტიტული მოიგო, მათ შორის - ჩემპიონთა ლიგა და ორ-ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და პრემიერ ლიგა. ჰოლანდი 2022/23 წლების სეზონში, როდესაც სიტი ისტორიული "ტრებლი" მოიგო, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

სხვა სტატიები