ჰარი კეინი: "სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე დავბრუნდები"
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის მატჩში, კიოლნთან შინ ნათამაშები ფრის (1:1) მე-20 წუთზე მოედანი კოჭლობით დატოვა - კლუბმა დაადასტურა, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანს კოჭის მყესი აქვს გაწყვეტილი.
ბაიერნმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც „ოქროს ბურთის“ მფლობელს მარცხენა კოჭზე ოპერაცია „წარმატებით ჩაუტარდა“.
„33 წლის ფეხბურთელი ახლა სარეაბილიტაციო პროგრამას შეუდგება“ - ნათქვამია მიუნხენური კლუბის განცხადებაში. ვარაუდობენ, რომ ტრავმის გამო კეინს სამიდან ოთხ თვემდე გაუცდება.
კეინმა შაბათს სოციალურ ქსელში საავადმყოფოს საწოლიდან ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მწყობრში ჩასადგომად ყველაფერს გააკეთებს:
ცხოვრება აღმასვლები და დაღმასვლებია! ცხადია, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ამ ტრავმის გამო, თუმცა, როგორც ყოველთვის, ეს კიდევ ერთი შანსია, რომ გამძლეობა და პროგრესი ვაჩვენო.
დავბრუნდები ახალი ძალებით და სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე სრულ მზადყოფნაში ვიქნები - ვკითხულობთ განცხადებაში
The highs and lows of life! Obviously very disappointed to get this injury but as always it’s an opportunity to show resilience and improvement going into 2027. I’ll be back fresh and ready to go for the business end of the season!
— Harry Kane (@HKane) November 21, 2026
“Tough times don’t last, tough people do” - my… pic.twitter.com/AdH5UFTnnB
კეინს კოჭის პრობლემები წარსულშიც ჰქონია, თუმცა 2023 წელს, ბაიერნში გადასვლის შემდეგ, მას მხოლოდ რამდენიმე მატჩი გაუცდა.
ტრავმა ბაიერნისთვის ურთულეს დროს დაემთხვა, რადგან გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია - განსაკუთრებით შეტევის ხაზში.
მიუნხენელებს ლუის დიასი, სერჟ გნაბრი, ალფონსო დევისი, ისმაელ საიბარი და კაპიტანი მანუელ ნოიერი ვერ ეხმარებიან, ხოლო ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა და მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი პარასკევს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.