Belive

ფიფა მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელების გამოყენებას კრძალავს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ სტადიონის ქცევის კოდექსში აშშ-ის, კანადისა და მექსიკის არენებზე ვუვუზელების (პლასტმასის საყვირების) შეტანა აკრძალა.

ვუვუზელა, რომელიც გრძელი პლასტმასის კორპუსისგან დამზადებული საყვირია, სამხრეთ აფრიკული საფეხბურთო მატჩების განუყოფელი ატრიბუტია და მან 2010 წლის მუნდიალზე მთელი მსოფლიო მოიცვა, თუმცა მონოტონური, ზუზუნა ხმის გამო, კრიტიკაც არაერთხელ დაუმსახურებია.

ფიფას სტადიონის ქცევის კოდექსის თანახმად, ვუვუზელებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის ყველა არენაზე აკრძალულია სასტვენები, ე.წ საჰაერო საყვირები და სხვა გადამეტებულად ხმამაღალი ხმის გამომცემი მოწყობილობები. ასევე, აკრძალულია ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც ლაზერულ სხივებს გამოსცემენ.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფიფამ მაყურებლებს სტადიონებზე მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლების შეტანაც აუკრძალა.

კოდექსის მიხედვით, მაყურებლები, რომლებიც წესებს დაარღვევენ, შესაძლოა სტადიონზე არ შეუშვან.

სხვა სტატიები