არგენტინასთან მატჩში ემბოლო არ უნდა გაეძევებინათ - IFAB
ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი, ბრელ ემბოლო, არგენტინასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში არ უნდა გაეძევებინათ. ემბოლოს მეორე ყვითელმა ბარათმა, რომელიც მან სიმულაციისთვის მიიღო, თამაშის სცენარი სრულიად შეცვალა.
IFAB-მა მსაჯებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო მითითებები განმარტა, რამაც დაადასტურა, რომ თავდამსხმელს წითელი ბარათი არ უნდა მიეღო.
FIFA-ს მიერ მხარდაჭერილი წესების კომისიის განმარტებით, VAR-ის პროტოკოლი „პიროვნების შეშლის“ (შეცდომით საჯარიმო სანქციის სხვა მოთამაშისთვის დაკისრების) შემთხვევებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარ ამ ტიპის ინციდენტზე არ ვრცელდებოდა, თუმცა, შესაძლოა, მომავალ ტურნირებზე გამოიყენონ
,,აღნიშნული განხილვის დასრულებამდე, მისი ამ სახით გამოყენება დაუშვებელია.'' - IFAB
IFAB-მა განმარტა, რომ ბარათის გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ იმ მოთამაშის დასადგენად, რომელმაც დარღვევა ჩაიდინა და თავად დარღვევის ფაქტი ვერ გადამოწმდება/შეიცვლება. VAR-ის პროტოკოლის გადახედვა მარტის შემდეგ მიმდინარეობს და IFAB-მა აღიარა, რომ მსგავსი ინციდენტები ამ პროცესის ნაწილია.
ორგანიზაციამ ბოლოს ისიც დასძინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სიმულაციასთან გამკლავების მიზნით „პიროვნების შეცდომით იდენტიფიცირების“ პუნქტის გამოყენება დადებითად შეფასდა.
Soccer's law-making panel clarified its guidance to referees which confirmed Switzerland forward Breel Embolo should not have been sent off in the World Cup quarterfinals against Argentina. https://t.co/biicx5dYIN pic.twitter.com/oEM6KKX9tP
— CNN (@CNN) July 28, 2026