Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში საუკეთესოდ აღიარეს, ქართველი ფორვარდი იტალიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

მიმდინარე სეზონი ხვიჩასთვის მართლაც გამორჩეული გამოდგა. ქართველმა შემტევმა იტალიის ჩემპიონატში 33 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 12-ჯერ აიღო. ამასთან ერთად 10 საგოლე გადაცემაც მიითვალა და გარდა ამისა, არაერთხელ დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ.

ამ ყველაფრის ფონზე ლოგიკური იყო, რომ "კვარადონა" სეზონის საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდშიც აღმოჩნდებოდა. ხვიჩასთან ერთად სიმბოლურ გუნდში "ნაპოლიდან" კიმი და ოსიმენიც მოხვდნენ.

სხვა სტატიები