ჯეიდონ სანჩო ალ ეთიფაქში არ გადავა
ბრიტანულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯეიდონ სანჩოს შეძენით "ალ ეთიფაქი" ინტერესდებოდა. CBS-ის ჟურნალისტის ჯეიმს ბენჯის თქმით, არაბულ კლუბს ახალგაზრდა შემტევის იჯარით დამატება სურდა.
რამდენიმე წუთის წინ ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანჩო ინგლისში დარჩება და არაბეთის გზას არ დაადგებოდა. "ალ ეთიფაქმა" შეთავაზება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. სანჩოსთან დაახლოებული წყაროები ფაბრიციო რომანოს სიტყვებს ადასტურებენ.
Sources close to Jadon Sancho confirm again that he’s NOT joining Al Ettifaq in the final hours of Saudi market ⛔️🇸🇦
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 7, 2023
Not happening.
სანჩოს გუნდიდან წასვლაზე ყველა მაშინ ალაპარაკდა, როცა მას და ერიკ ტენ ჰაგს შორის დაპირისპირება გაჩნდა. აღნიშნულ დაძაბულობაზე კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, რიო ფერდინანდმაც.
არ არსებობს ჯეიდონმა ასეთი განცხადება გაავრცელოს თუ თვლის, რომ კარგად არ ითამაშა. სწორედ ეს არის განსხვავებაც. თუ ფეხბურთელი თვლის, რომ კარგად ივარჯიშა, შესაძლოა მწვრთნელს განსხვავებული სტანდარტები ჰქონდეს. ამ პრობლემის მოგვარების ორი შანსი არსებობს. ახლა მხოლოდ ერთი ფანჯარა არის ღია და ეს საუდის არაბეთია. არსებობს მეორე ვარიანტიც, რჩები სათადარიგოთა სკამზე და სეზონის ბოლომდე ვერ ხვდები გუნდის განაცხადში.
-
Is there a way back for Sancho after tonight’s statement?https://t.co/admQIWh9De#MUFC https://t.co/jENiP9wh9R pic.twitter.com/T6CevAgf7N
— Rio Ferdinand (@rioferdy5) September 4, 2023
როგორც აღმოჩნდა, რიოს მოლოდინი არ გამართლდა და სანჩო არაბეთში არ წავიდა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2021 წელს, £73 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. სადებიუტო სეზონში სანჩომ ყველა ტურნირზე 38 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 5-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ბოლო სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 41-ჯერ მოირგო "მანჩესტერის" მაისური და მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. პირველ სამ ტურში სანჩო საწყის თერთმეტეულში იყო, თუმცა, თამაშის საშუალება არ მიეცა. ბოლო ტურში "არსენალის" წინააღმდეგ კი, ახალგაზრდა ინგლისელი განაცხადს მიღმა დარჩა.